პოლიტიკა
პუტინის ე.წ. ”ისლამური სახელმწიფოს” გეგმა

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ტერორისტებს დაპყრობილ ტერიტორიებზე სახელმწიფო შეექმნათ, არადა, "ისლამური სხელმწიფოს" ბოევიკები  უკვე რამდენიმე თვეა აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიას ერაყსა და სირიაში. მათ განაცხადეს, რომ ლევანტი არის ისტორიული სირია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სირიის, ლიბანის, პალესტინის და იორდანიის ნაწილის ტერიტორიებს. ინტერნეტში რუკაც კი გაავრცელეს, თუ რა საზღვრებში უნდა იყოს მათი  "სახელმწიფო" 5 წლის შემდეგ.

დედამიწა დგას წყლის ომის ზღვარზე -შუმერები, თურქეთი, სირია, ისრაელი, ლიბანი

გიორგი კუჭავა

საქართველო, თბილისი

ჯერ კიდევ 5 ათსი წლის წინ, როდესაც ევფრატის ირგვლივ ყალიბდებოდა შუმერების ცივილიზაცია, ადამიანთა ცხოვრება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებული  იყო წყლის არსებობაზე. ამიტომაც, კონტროლი წყალზე შუმერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. წყლის რესურსებზე კონტროლის გამო, მესამე ათასწლეულში ქრისტეს შობამდე, არაერთი ომი გაიმართა შუმერულ ქალაქებს შორის - პირველი ომები კაცობრიობის ისტორიაში.

რუსეთი და საქართველო: დიალიგი რუსულად

ოლღა კოლესნიჩენკო

რუსეთი, მოსკოვი

რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის პროფესორს და მოსკოვის საზოგადოებრივი პალატის წევრს ირინა ორლოვას შეხვდა და ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო ოლღა კოლესნიჩენკომ. ინტერვიუში პროფესორი აფასებს რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობებს და რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ შემუშავებულ "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: ახალი განვითარების გზების ძიება" სამუშაო რვეულის შინაარსზე საუბრობს, რომელსაც პროფესორი ყურადღებით გაეცნო. ქალაბტონმა ოლღა კოლესნიჩენკომ ინტერვიუ citizens.ge-ს გამოუგზავნა გამოსაქვეყნებლად.

ავღანეთის ომი-ამერიკა ციფრებში

citizens.ge

საქართველო, თბილისი

13 წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთები ავღანეთში შეიჭრა. ბოლო მონაცემებით, ავღანეთში 831 ათას 576 ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი მსახურობდა. მათგან 2184 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 19 600 დაიჭრა. ამერიკის ისტორიაში ავღანეთის ომი ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებულად მიიჩნევა, რომელშიც 537,8 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

საბაჟო კავშირში შესვლის პროცესი შენელდა, ჩვენ კონკრეტულ ინტერესებს შევეჯახეთ

ნუგზარ გოგორიშვილი

სომხეთი, ერევანი

საერთაშორისო კონფრენცია თემაზე „სამხრეთ კავკასია და რეგიონალური უსაფრთხოება: ევროკავშირი, რუსეთი და სხვა საგარეო მოთამაშეები'" გასულ კვირას, სომხეთში გაიმართა.  საქართველოდან კონფერენციაში  კავშირის „სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი განვითარების" თავმჯდომარე, ნუგზარ  გოგორიშვილი მონაწილეობდა. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თამჯდომარეს არტაკ ზაქარიანს, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ და ტრანს-ნაციონალურ პროექტებზე ანალიტიკოსი ნუგზარ  გოგორიშვილი ერევანში ყოფნის დროს სპეციალურად citizens.ge-სთვის შეხვდა და ესაუბრა. 

ბაროზუს კუდში ლავროვი მიჰყვება - ბრძოლა აზერბაიჯანისთვის

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

ევროპა და რუსეთი მიუბრუნდნენ აზერბაიჯანისთვის ბრძოლას მას შედეგ, რაც გასულ კვირას აზერბაიჯანის   პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სკანდალური განცხადება გააკეთა, მან კავშირებში შესვლის წინადადება  არ მიიღო, რომლებიც ბრიუსელმა და მოსკოვმა ბაქოს შესთავაზა. „აზერბაიჯანი არ განიხილავს სხვადასხვა კავშირებში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს  ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, თუ ევროკავშირი. რადგანაც  ამ პროექტებს თან ახლავს არა მარტო ეკონომიკური კომპონენტი, არამედ ისინი პოლიტიკურად არის მოტივირებული" .

უზბეკეთის პრეზიდენტმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დიპლომატების წინაშე გააკრიტიკა

citizens.ge

საქართველო, თბილისი

ხელშეკრულება, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEC) შექმნას საბაჟო კავშირის საფუძველზე ითვალისწინებს, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა გააკრიტიკა. ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტთაგან ის პირველია, ვინც EAEC-ის შექმნის ფარულ, პოლიტიკურ ზრახვებზე საჯაროდ საუბრობს და მიაჩნია, რომ მსგავის კავშირი შესაძლოა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურდამოუკიდებლობის დაკარგვა გამოიწვიოს. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო ინვესტორებისა და დიპლომატები წინაშე, ტაშკენტში, გაეროს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "უზბეკეთის სასურსათო პროგრამის მნიშვნელოვანრეზერვების რეალიზაცია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის, მხოლოდ 3 დოკუმენტია გაფორმებული

CA-NEWS (TJ)

ტაჯიკეთი, დუშანბე

დღეს, დუშანბეში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ტაჯიკეთის მეჯლისის ნამოიანდაგონის (ქვედა პალატა პარლამენტის) თავმჯდომარის შუკურჯონ ზუჰეროვისა  და ტაჯიკეთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,   კონსტანტინე ჟღენტის  შეხვედრაზე. ამის შესახებ ტაჯიკეთის   პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი საქართველოს პირველად ეწვევა

Caucasian & Azian citizens

საქართველო, თბილისი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კანცელარიის ეზოში დახვდა. ცერემონია საზეიმო ვითარებაში წარიმართა, შესრულდა საქართველოსა და გერმანიის ჰიმნი, მხარეები ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესცენტი ავრცელებს.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი, კვლავ ანგელა მერკელია

თინა შავაძე

საქართველო, თბილისი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 17 ივლისს 60 წლის გახდება.  ის დღემდე ბერლინში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს და ქართველი პრეზიდენტებისგან განსახვებით, უმდიდრესი ქეყვენის ლიდერს, აზრადაც არ მოსვლია სასახლეში ეცხოვრა. ანგელა მერკელი კიდევ ერთხელ ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა  სიას სათავეში, რომელსაც  ყოველწლიურად ამერიკული ჟურნალი Forbes-ი ადგენს.

Copyright (c) 2010 citizens.ge - All Rights Reserved "
დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სიახლეები!!!